ნიჩაბი (სამეურნეო ხელსაწყო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიჩაბი(ნიჩაფი (თუშ.), აჩათანა (ფშ.) - სამეურნეო ხის ხელსაწყო. ითლებოდა თელის ან ცაცხვის ხისაგან. შედგება ტარისა და პირისაგან. საშუალო სიგრძე 140 სმ, ნიჩბის პირის სიგრძე 42 სმ, სიგანე - 21 სმ. ნიჩბით კალოობის დროს მარცვალს ანიავებდნენ.

XI საუკუნის ქართული წერილობითი ძეგლი გვამცნობს: „რომლისა იგი ნიჩაბი ველთა მისთა და განინდოს კალოი თვისი და შეკრიბოს იფქლი ისი“. ნიჩაბი არნადთან შედარებით უფრო მომცრო იარაღია. საწნახლის ნიჩაბი არის თითებიანიც (მელული, მერული) და მთლიანიც. როდესაც საწნახელში ყურძენი კარგად დაიჭყლიტება, ნიჩბით უკანა მხარეს მიჰყრიან, შეაგუნდავებენ, ძირში ნიჩაბს გაურჭობენ და ჭაჭას ზემოდან დაუწყებენ დაწბელვას. ამ დროს ნიჩაბი ასრულებს პრიმიტიული საწბერის მოვალეობას.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები