ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე უშვებს მტრედს. მოზაიკა, წმინდა მარკოზის ტაძარი, ვენეცია.

ნოე - ბიბლიური მამამთავარი, ადამის მეათე შთამომავალი. ერთადერთი ადამიანი, რომელიც წარღვნის დროს მისი ღვთისმორჩილებისა და პატიოსნების გამო ღმერთმა გადაარჩინა თავის ოჯახთან ერთად. ნოეს ვაჟებმა სემმა, ქამმა და იაფეტმა დასაბამი მისცეს ადამიანთა ახალ მოდგმას.

უფალმა ღმერთმა ინება მიწის პირისაგან ადამიანისა და ყოველი ხორციელის აღგვა წყლის წარღვნით. ნოეს კი უბრძანა კიდობნის გაკეთება. ასწავლა მისი მომზადება. შეიყვანა ნოემ კიდობანში ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა, ყველა წყვილ-წყვილად, წმიდა პირუტყვისაგან შვიდ-შვიდი წაიყვანა, უწმინდურისაგან ორ-ორი. შევიდნენ კიდობანში ნოე და მისი შვილები, ცოლები, რათა განრიდებოდნენ წარღვნას, მეშვიდე დღეს მოვიდა წარღვნა ქვეყნად (დაბ. 7. 7-10).

ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს დადგა წყალი და შეწყდა წვიმა. არარატის მთებს მიადგა კიდობანი. თანდათან იკლებდა წყალი და გამოჩნდა მთის მწვერვალები. ჯერ კიდევ იდგა წყალი მიწის პირზე და ვერ იპოვეს ბრჭყალის მოსაჭიდი ნოეს მიერ კიდობნიდან გაშვებულმა ფრინველებმა. მეშვიდე დღეს ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან, „დაბრუნდა მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე“ (დაბ. 8. 11).

გადმოვიდა ნოე თავისი ცოლ-შვილით და კიდობანს შეფარებული ყოველი არსება. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს და მიიყვანა ყოვლადდასაწველ შესაწირად თითო-თითო ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ფრინველიდან.

იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა თავის გულში: აღარ დავწყველი მიწას ადამიანის გამო, აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას.

„აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა: (დაბ. 9, 1). თქვენი შიში ჰქონდეს ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, თქვენს ხელთ არიან ისინი, საჭმელად გაძლევთ. მის სულთან - მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ, მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ. „ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი, ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე“ (დაბ. 9. 6-7).

ამ დაპირების „სასწაულად“ ანუ სახილველ ნიშნად ღმერთმა ცისარტყელა დასახა, ცისარტყელაზე უკეთ რას უნდა გამოეხატა უფლის მსასოებელი აღთქმა? პირველი აღთქმა საყოველთაო სასჯელს მოჰყვა, რადგან სასჯელმა რამდენადმე შეამსუბუქა ცოდვა. მართალმა კაცმა კაცთა მოდგმა გადაგვარებისაგან იხსნა და ახალი ცივილიზაცია დაასაძირკვლა.


წყარო

ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები