ნუსქუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუსქუ(ბაბილონ.) ცეცხლის ღმერთის ერთ-ერთი გამოვლინება გირუსთან ერთად. ნუსქუ დაკავშირებულია ენლილთან, როგორც მისი ნანდაური და ეს გამოხატულია მის ეპითეტში „დურანქის ნაშიერი“, საიდანაც ჩანს, რომ მის ჭეშმარიტ ადგილად, ვითარცა სამსხვერპლო ცეცხლისა, წარმოდგენილია სამყაროს შუაგული (გავრცელებული მითოლოგემა ინდო-ევროპული ხალხების მითოსში). ამ მითოლოგემისა და მისი ფიზიკური მოქმედების ძალით გირუ მიჩნეულია ცისა და მიწის შემაკავშირებლად (ცეცხლის ალის ვერტიკალიზმი!), რისი კერძო გამოვლენაა მისი როლი შუამავლისა მსხვერპლშეწირვის დროს კაცობრივ და ღვთაებრივ სამყაროებს შორის („ნუსქუ, რომელსაც ყოველდღიურად მიაქვს...“). ნუსქუს ცეცხლი შთანთქავს შეწირულ მსხვერპლს და სურნელების სახით აწვდის ღმერთებს. ცეცხლი ისევე აუცილებელია ცაში ღმერთების კრებულისთვის, როგორც მიწაზე ადამიანთათვის: „უშენოდ ნადიმად არ სხდებიან ღმერთები, უშენოდ სურნელებას ვერ იყნოსვენ დიდი ღმერთები, მამა-ანუს მსჯავრი არ გამოაქვს და ენლილი არ იძლევა გადაწყვეტილებას...“ – ნათქვამია ერთ ჰიმნში.

ნუსქუს ნიშანია, როგორც გამოსახულია ერთ ბარელიეფზე, შვეულად აღმართული წვერწამახული სვეტი – ცეცხლის ალი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები