ნუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუში

ნუში – ლათინური დასახელება – Prunus dulcis

  • ბოტანიკური ოჯახი – Rosaceae
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – 20-30 წელი (ინტენსიურ საწარმოო ციკლში)
  • ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 60-65%
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 70-80%
  • ნიადაგის ოპტიმალური რეაქცია pH – 6,5-7,5
  • კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -23-280C (თავების ფორმირებისას)
  • კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 41-430C ვითარდება ნაყოფის ამწვრობა)
  • სინათლისადმი მოთხოვნილების მაქსიმუმი – მოითხოვს კარგად განათებულ ადგილებს
  • არასასურველი წინამორბედი კულტურები – პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი


სარჩევი

გავრცელებული ჯიშები – ძირითადი ინფორმაცია

დასახელება ზოგადი აღწერა სიმწიფის პერიოდი
სუპერნოვა გვიან მოყვავილე, ძლიერი ზრდის, მსხვილი ნაყოფებით, არ მოითხოვს დამამტვერიანებელს სექტემბრის II ნახევარი
ფერანე გვიან მოყვავილე. ძლიერი ზრდის, მსხვილი ნაყოფებით, მოითხოვს დამამტვერიანებელი ჯიშის დარგვას სექტემბერი
გუარა საშუალო-გვიან მოყვავილე, საშუალო ზრდის, საშუალო ზომის ნაყოფებით, ჯიში არ მოითხოვს დამამტვერიანებელი ჯიშის დარგვას აგვისტოს II ნახევარი – სექტემბრის I ნახევარი
ზილიჩა ადრე მოყვავილე, ძლიერი ზრდის, მსხვილი ნაყოფებით, მოითხოვს დამამტვერიანებელს აგვისტოს II ნახევარი – სექტემბრის I ნახევარი
გიკა საშუალო-გვიან მოყვავილე, ძლიერი ზრდის მსხვილი ნაყოფებით, ჯიში მოითხოვს დამამტვერიანებელ ჯიშის დარგვას სექტემბერი


გამოყენებული საძირეები – ძირითადი ინფორმაცია

დასახელება ზოგადი აღწერა ხის საშუალო სიმაღლე
ნუში (მწარე ნუში ნათესარი) ძლიერი, არ მოითხოვს საყრდენს, სტანდარტული ბაღისთვის 3,5-4,0 მეტრი
GFGF 677 ძლიერი არ მოითხოვს საყრდენს, სტანდარტული ბაღისთვის 3,5-4,0 მეტრი
Rutpak 40 საშუალო, ზოგჯერ მოითხოვს საყრდენს, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღებისთვის 3,5-3,0 მეტრი
ნუშის ყვავილობა


საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება თვე
გაშენება XI, II, III
გასხვლა XI, II, III
რიგთაშორისების გათიბვა, დამუშავება IV,V, VI, VII,VIII
მწვანე გასხვლა VI
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებები, წამლობა III, IV,V, VI, VII,VIII
მორწყვა V, VI, VII, VIII
მოსავლის აღება VII,VIII, IX


ნიადაგის მომზადება გასაშენებლად

ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საბაღე ნაკვეთზე ტარდება სპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ სიღრმეზე.

გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე მოხდება გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერდება, ბოლოს – როტაციული კულტივატორით ნაკვეთის „ფრეზირება“.

დარგვის წესები და ნორმები

ირგვება 40X30-40 სმ. სიდიდის ორმოებში, ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.

დარგვის სქემები

ძლიერ საძირეებზე (ნუში GF 677) 5,0-6,0 X 4,0-3,5 მეტრი საშუალო საძირეზე (რუტპაკ 40) – 4,0-5,0 X 1,5-3,0 მეტრი

სხვლა-ფორმირების მეთოდები

ძირითადად გამოიყენება ჯამისებური, ინტენსიურ ბაღებში – ცენტრალურ ლიდერული ან შპინდელი.

მორწყვა

საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობაზე ნაყოფის განვითარების ფაზების გათვალისწინებით, საშუალოდ წვეთოვანი მორწყვით – 16-20-ჯერ/სეზონი, მოღვარვით – 5-6-ჯერ/სეზონი.

მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, მოღვარვით, კვალში მიშვებით

მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 50-70 მ3 წვეთოვანი მორწყვა, 400-500მ3 მოღვარვით ან კვალში მიშვებით. ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: ნაყოფების დამსხვილება სიმწიფის დასაწყისი.

ნუშის განოყიერების საორიენტაციო სისტემა

ზოგადი ინფორმაცია: რეკომენდებულია განოყიერება ჩატარდეს ნიადაგის და ფოთლების ანალიზის მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცვეობაა: N – 2,8-3,4; P – 0,13-0,20; K – 1,3-0,20; Mg 0,30-0,70; Ca – 1,6-2,6 (% მშრალ ნივთიერებაზე)

განოყიერების საორიენტაციო სქემა (მოქმედი ნივთიერება, კგ)

საკვები ნივთიერება შეტანის ნორმა კგ. შეტანის ვადა
N – აზოტი 80-100 ვეგეტაციის პერიოდში, კვირტების დაბერვა, მოსავლის აღების შემდეგ
P – ფოსფორი 80-100 ხსნადი ფორმა – ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა – შემოდგომა, გვიან ზამთარი
K – კალიუმი 80-100 იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში
კომპოსტი 20-30 ტონა შემოდგომა, ადრე გაზაფხული
მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ინტეგრირებული დაცვის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება გამოყენების პერიოდი
დაავადებები – კლასტეროსპოროზი, მონილიოზი, ნაცარი და სხვა ბორდოს ნარევი, სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდი, სპილენძის ქლორჟანგი, დიფენოკონაზოლი, ციპროდინილი + ფლუდიოქსოლინი, პროპიკონაზოლი და სხვა III, IV, V, VI, VII, VIII მავნებლები – აღმოსავლური ნაყოფიჭამია და სხვა დელტამეტრინი, ქლორპირიფოსი, თიაკლოპრიდი და სხვა IV, V, VI, VII
მავნებლები – ბუგრები იმიდაკლოპრიდი, აცეტამპირიდი და სხვა V, VI, VII, VIII
მავნებლები – ტკიპები სპიროდიკლოფენი, ტებუფენპირადი და სხვა V, VI, VII, VIII
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება შენიშვნა
სარეველების ამოსვლამდე სელექციური პენდიმეტალინი და სხვა ვეგეტაციის დაწყებამდე
სარეველების ამოსვლის შემდეგ ტოტალური გლიფოსატი, ამონიუმის გლუფოსინატი და სხვა არ უნდა შეეხოს ხის მწვანე ორგანოებს

მოსავლის აღება და შენახვა

მოსავლის აღება ჯიშების მიხედვით ხდება დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.

ნაყოფის სიმწიფის მაჩვენებლები

მოსავლის აღება უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ნეჭი (გარსი) სკდება და ნაჭუჭს იოლად შორდება. მოსავალი აღებისთანავე უნდა გაირჩეს, მოშორდეს გარსი, უხარისხო – მავნებლით ან დაავადებით დაზიანებული ნაყოფი დაჯგუფდეს ცალკე (ის განცალკევებით უნდა დააშორონ და შეინახონ).

მომწიფებული ნაყოფების ლენჯო ყვითლდება და იხსნება, ეს ყველაზე კარგი პერიოდია მოსავლის ასაღებად. ჩამოცვენილი და დაკრეფილი ნაყოფები უნდა გათავისუფლდეს გარე გარსისაგან, გაიშალოს მშრალ ადგილას, პერიოდულად აირიოს. გამშრალი, გადარჩეული, საღი ნაყოფები მოთავსდეს ჰაერგამტარ ტომრებში და დალაგდეს გრილ, ვენტილირებად სარდაფში.

შრობა

მოსავლის აღების შემდეგ ნუში უნდა გაშრეს ან სპეციალური საშრობების გამოყენებით, შრობის პროცესის სწორად წარმართვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს ყალიბდება ნედლეულის საბოლოო კონდიციები, ტენის შემცირებასთან ერთად გრძელდება შემადგენელი ნივთიერებების, ძირითადად კი ცხიმების, სინთეზი. ამიტომ საჭიროა, მკაცრად გაკონტროლდეს შრობის ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს 230C-300C-დან არაუმეტეს 430C და გაკონტროლდეს მასაში ტენი (რაც უფრო მაღალია საკრეფი სიმწიფის ნედლეულში ტენი, მით დაბალი ტემპერატურიდან უნდა დაიწყოს შრობა). შრობის პროცესის ხანგრძლივობა: საშრობში არაუმეტეს 2 დღე; მზეზე საშუალოდ 10-12 დღე. ტენის ოპტიმალური ნიშნული: გაუტეხავი ნუში – არაუმეტეს 22,0%, ნუშის გული – 6,5% (არაუმეტეს 7,0%)


შენახვის ოპტიმალური პირობები

ნუშის საზამთრო ჯიშები შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 60-65% შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-50C შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 10-12 თვე

გაუტეხავი ნუში უნდა შეინახოს ჯვალოს (ჯუთის) ტომრებში (25-50 კგ), მუყაოს ყუთებში ან დიდი ტევადობის (1-1,5 ტონა და მეტი) ტომრებში, ე.წ. „ბიგბეგებ“-ში. ნუშის გულის შენახვა რეკომენდებულია ვაკუუმშეფუთვით და მუყაოს ყუთებით. ნედლეული უნდა დასაწყობდეს შენახვის რეჟიმის პარამეტრები: ტენიანობა – 50-65%. რაც შეეხება ტემპერატურის ნიშნულს, სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში შენახვის ხანგრძლივობა განსხვავებულია.

საორიენტაციო მოსავალი

3-4 ტონა/ჰა

პროდუქტიული მსხმოიარობა

4-5 წელი დარგვის შემდეგ

ნუშის კულტურის ისტორია

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3-4 ათასი წლის წინ ნუში ველური სახით გავრცელებული იყო მცირე აზიაში, რომელიც მის სამშობლოდ მიიჩნევა. მცირე აზიიდან ნუში გავრცელდა საბერძნეთში, საბერძნეთიდან კი – სამხრეთ ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე – კორსიკაზე, სარდინიაზე, სიცილიაზე, კვიპროსზე. XIX საუკუნის შუახანებში ნუშის კულტურა შეიტანეს აშშ-ში, სადაც ის სწრაფად გავრცელდა, უმთავრესად კალიფორნიასა და არიზონაში მან სამრეწველო ხასიათი მიიღო. საქართველოში ნუში ირანიდან და შუა აზიიდან შემოიტანეს.

ნუშის ზეთი

ნუშის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

ზოგადად კაკლოვანი კულტურები ცილებისა და მინერალების (რკინა, თუთია, მაგნიუმი) წყაროა. ნუშის გული მდიდარია E ვიტამინით,რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარებას. ნუში კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, შეიცავს შაქარს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ფერმენტ ემულსინს და ცხიმებს. ნუშის გულს აქვს დამარბილებელი, შემომგარსველი, ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.

შუა აზიურ მედიცინაში შაქარში არეულ დანაყილ ნუშს წარმატებით იყენებდნენ: ანემიის, ასთმის, ხველის, უძილობის, თავის ტკივილის, ხელ-ფეხის დაბუჟების სამკურნალოდ. კლასიკურ მედიცინაში ნუშის ემულსია, როგორც შემომგარსველი, დამარბილებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ინიშნება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ნუშის ზეთისგან ამზადებენ მალამოებს. გარდა ამისა, ის ნაზი საფაღარათო საშუალებაცაა და ნუშის რძესთან ერთად კოსმეტოლოგიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ნუშის ბაზრის კვლევა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში; კვლევა მოამზადა ააიპ აგრო სოლუშენსმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში. 2017წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები