ოთარაშვილი ვაჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაჟა ოთარაშვილი

ვაჟა ოთარაშვილი – დაიბადა 1955 წლის 7 ნოემბერს კასპში. — პოეტური და ისტორიული წიგნების ავტორი.

განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1976), ასპირანტურა (1985).

სამუშაო გამოცდილება

  • ინჟინერი (1977-80);
  • სპი პედაგოგი 1980 წლიდან.
  • მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №5.30 კასპის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, იურიდიული კომისიის მდივანი.
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2014);

სახელმწიფო ჯილდოები
ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და ლადო ასათიანის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი.

ლიტერატურული საქმიანობა

ვაჟა ოთარაშვილი ავტორია ლექსების კრებულებისა: „ხილვადობა” (1986), „თოვლისფერი ღამეები” (1989), „გველის წელიწადი” (1990), „ჩემი გულუბრყვილო ლანდი” (1991), „ცრემლები ქარში” (1999), „ხეკორძულელის აღსარება” (2001), „ცის სარკმელები” (2003), „მწუხარე ბედნიერება” (2006), „XXI” (2008).


აგვისტო-2008, სოფ. ქვემო ჭალა
აგვისტოა, სოფლის შარას მივდევ,
სიცხისაგან ყველა ფშანი დაშრა...
გაიარა რუსის ტანკის ჩრდილზე
ამ ფშატივით ჭორფლიანმა ბავშვმა...
ისევ ძველი ნასაყდრალი გვიცავს,
სხვილოს ციხეც მეციხოვნედ შერჩა...
საქართველო დარდით გაიცრიცა
და ცის ნამი ენატრება ბეჩავს...


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები