ოთხმიზდური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთხმიზდური - ადგილობრივი აპარატის (საქვეყნოდ გამრიგე) მოხელე შუა საუკუნეების ერთიან ქართულ მონარქიაში.

გვხვდება მხოლოდ XII-XIII სს-ის დასავლეთ საქართველოში გაცემულ სიგელებში და „დიდი სჯულისკანონის“ ქართულ თარგმანში. სიგელებში ტერმინს მოხელეთა ჩამონათვალში უკავია მესამე ან მეორე ადგილი საქვეყნოდ გამრიგე მოხელეთა შორის. ივ. ჯავახიშვილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ტერმინი, შესაძლებელია, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ყოფილიყო გავრცელებული. ს. კაკაბაძე დაეყრდნო ტერმინის კომპოზიტურ აღნაგობას (ოთხი მისდი) და ტერმინი განმარტა, როგორც ოთხი მსახურის მეთაური. ი. ანთელავა მას საერისთავოს მეოთხედის ფისკალურ მოხელედ მიიშნევს. „დიდ სჯულისკანონში“ ოთხმიზდური აღნიშნავს საშუალო რგოლის სამხედრო-ადმინისტარაციულ მოხელეს, რომელსაც პოლიციური ფუნქციებიც გააჩნია. ტერმინის ქართულ-ბერძნულ-სომხურ პარალელებზე დაყრდნობით ე. მეტრეველმა გაარკვია, რომ ქართული „ოთხმიზდური“ შექმნილია ბერძნ. ტეტრარქის (ადმინისტარციული ოლქის მეოთხედის მმართველი) ანალოგიით, შინაარსობრივად გამოხატავდა ჯამაგირზე (მიზდი) მყოფ მოხელეს, სამხედრო მეთაურს, რომელსაც ადგილებზე წესრიგის დაცვა ევალებოდა.


წყაროები და ლიტერატურა

  • ისკ 1984: 79;
  • დიდი სჯულისკანონი 1975: 180;
  • ჯავახიშვილი 1982: 338;
  • კაკაბაძე 1966: 204-295;
  • ანთელავა 1983: 199;
  • მეტრეველი 1996: 79-84.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები