ოკეანოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოკეანოსი(ბერძნ.)

1. ტიტანოსი (ტიტანი), ურანოსისა და გეას ძე. კრონოსის, ჰიპერიონისა და რეას ძმა.

ოკეანოსის მეუღლე იყო თეტისი, რომელმაც მისგან შვა სამი ათასი ვაჟი (მდინარეული ღვთაებები) და ქალიშვილი (ოკეანიდები). ერთ-ერთი მათგანი, მეტისი, ზევსის პირველი ცოლი იყო. ოკეანოსი განმარტოებით ცხოვრობდა ზღვისქვეშა სასახლეში და არასოდეს ცხადდებოდა ღმერთების საკრებულოში. გვიანი ხანის მითებში ოკეანოსს ცვლის პოსეიდონი.

2. ოკეანოსი ეწოდება იმ მითოსურ მდინარესაც, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას. მისგან იღებენ სათავეს წყაროები, მდინარეები, ზღვის დინებანი. ოკეანოსიდან იწყებენ აღმოსვლას და მერე ისევ მასში ჩადიან მზეც, მთვარეცა და ვარსკვლავებიც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები