ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
WOA

ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაცია (WOA) - საერთაშორისო არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს - ოლიმპიელებს მთელი მსოფლიოდან.

WOA დაარსდა 1995 წელს. მასში გაერთიანებულია 148 ქვეყნის ოლიმპიელთა ეროვნული ასოციაცია. ასოციაციის წესდების თანახმად, ოლიმპიელია ნებისმიერი ათლეტი, რომელიც მონაწილის რანგში აკრედიტებული იყო ზაფხულისა თუ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

WOA-ს ამოცანებია სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის ოლიმპიელთა დაახლოება, ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა, ოლიმპიური მოძრაობის ელჩების რანგში ოლიმპიელთა მომზადება, ეროვნული ოლიმპიური ასოციაციების შექმნის ხელშეწყობა, ასოციაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, ოლიმპიელთა ინტერესების მხარდაჭერა. ასოციაციის აქტივობები ითვალისწინებს ოლიმპიური იდეალების გავრცელებას, სამართლიანი თამაშების ხელშეწყობას, გარემოზე ზრუნვას, დოპინგის, ძალადობის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, სპორტთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანადგომას, სოციალურ პროგრამებში ოლიმპიელთა ჩართვას.

ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციაში ოლიმპიელთა გაწევრიანება ხდება ოლიმპიელთა ეროვნული ასოციაციების მეშვეობით.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები