ოლიმპიური ორტომეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლიმპიური ორტომეული

ორტომეულში თავმოყრილი ტექსტები და ვიზუალური მასალა განლაგებულია თემატური თანმიმდევრობით, შეძლებისდაგვარად - ქრონოლოგიური რიგის მიხედვით. შესავალ წერილს მოსდევს სამ ნაწილად წარმოდგენილი ნარკვევი ოლიმპიური თამაშების ჩასახვაზე, ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებზე და ოლიმპიადის აღორძინებაზე. მომდევნო ბლოკში გაერთიანებული ინფორმაცია ეხება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, ოლიმპიურ კონგრესებს, ოლიმპიურ სიმბოლოებს, სოკ-ის პრეზიდენტებს, ოლიმპიურ ქარტიას, სოკ-ის მიერ აღიარებულ ორგანიზაციებს და ა.შ.

ცალკე თავები ეძღვნება ზაფხულისა და ზამთრისოლიმპიურ თამაშებს, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ სახეობებს, ახალგაზრდულ და კონტინენტურ ოლიმპიურ შეჯიბრებებს, ხელოვანთა ოლიმპიურ კონკურსებს, ოლიმპიურ მუზეუმს, ოლიმპიურთამაშებზე ბოიკოტის შემთხვევებს და სხვა თემებს. სპორტის ოლიმპიური სახეობები წარმოდგენილიაანბანური თანმიმდევრობით.

ორტომეულში დიდი ადგილი ეთმობა ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებს და პრიზიორებს. ამ ბლოკში თავმოყრილია მასალები საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე, საბჭოთა პერიოდისა და დამოუკიდებლობის წლების ოლიმპიელებზე, ოლიმპიურ რეკორდსმენებზე, აღნუსხულია საქართველოს სპორტსმენების ყველა შედეგი ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის სახეობების მიხედვით, წარმოდგენილია შესაბამისი ჯამური ცხრილები.

ინფორმაციის მოძიება-გადამოწმებისას ვეყრდნობოდით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და სპორტულ ფედერაციებში, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიისა და სტატისტიკის ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებში, სხვა სანდო წყაროებში და გამოცემებში დაცულ მასალებს.

ოლიმპიურ ორტომეულში თავმოყრილია 4 ათასამდე ფოტო და სხვა ვიზუალური მასალა. ფოტოების სოლიდური ნაწილი იბეჭდება პირველად, რაც ამ გამოცემის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები