ოლიმპიური ცერემონიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1896 წლის 6 აპრილი. ცოტა ხანში დაიწყება თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ათენის მარმარილოს სტადიონზე შემოდიან სოკ-ის დამფუძნებლები. წინა პლანზე - პიერ დეკუბერტენი მეუღლესთან ერთად

ოლიმპიური ცერემონიები — თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ძირითადი ცერემონიებია ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონია და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელთა წესებს განსაზღვრავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

გახსნის ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტადიონზე მობრძანდება მასპინძელი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ეგებება. ისინი ადგილს იკავებენ საპატიო სტუმრების ლოჟაში, სადაც უკვე იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები - პრეზიდენტები, პრემიერები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონია იწყება მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო დროშის აღმართვით, ჟღერს ჰიმნი. მოკლე მხატვრული პრელუდიის შემდეგ იწყება „ეროვნებათა აღლუმი” - ოლიმპიადის მონაწილეთა საზეიმო მსვლელობა, რომელსაც ოლიმპიადების სამშობლოს - საბერძნეთის დელეგაცია ხსნის. თამაშების მონაწილე ქვეყნები სტადიონზე ორგანიზატორი ქვეყნის სახელმწიფო ენის ანბანით, ან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ენების (ფრანგული, ინგლისური) ანბანით შემოდიან. თოთოეულ დელეგაციას წინ მიუძღვის ორიგინალურ სამოსში გამოწყობილი პირი, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნული დროშით გუნდის კაპიტანი მოჰყვება. როგორც წესი, ეს რომელიმე ტიტულიანი ან რაიმე ნიშნით გამორჩეული სპორტსმენია (მაგალითად, სხვადასხვა დროს ზაფხულის ოლიმპიადებზე საქართველოს დელეგაციების მედროშეები იყვნენ: გიორგი კანდელაკი, გიორგი ასანიძე, ზურაბ ზვიადაური, რამაზ ნოზაძე, ნინო სალუქვაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი). ოლიმპიელთა მსვლელობას ასრულებს მასპინძელი ქვეყნის დელეგაცია.

წარწერის ტექსტი

ამის შემდეგ იწყება გახსნის ცერემონიის მხატვრული ნაწილი, რომლის შესაქმნელადაც ორგანიზატორები საუკეთესო სცენარისტებს, რეჟისორებს, მასობრივი შოუებისა და სპეცეფექტების სპეციალისტებს იწვევენ. წარმოდგენის მიზანია საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს ქვეყანა, მისი ისტორია, კულტურა, ადამიანები. სცენარი მკაცრად გასაიდუმლოებულია, ოლიმპიადის მასპინძლები თვალწარმტაცი შოუების დადგმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და გახსნა-დახურვის წარმოდგენებისთვის, როგორც წესი, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ.

წარწერის ტექსტი

გახსნის ცერემონიაზე სიტყვას წარმოთქვამენ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, რომელიც სთხოვს მასპინძელი ქვეყნის მეთაურს ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადოს. ეს არის სტანდარტული და მოკლე განცხადება: `თანამედროვე ერის ზაფხულის ან ზამთრის (ოლიმპიადის დედაქალაქისა და თამაშების ნუმერაციის დასახელება) ოლიმპიურ თამაშებს გახსნილად ვაცხადებ!“ ამ სიტყვებს გრანდიოზული ფეიერვერკი მოსდევს.

რვა პიროვნებას სტადიონზე ჰორიზონტალურად გაშლილი ოლიმპიური დროშა შემოაქვს. ეს ტრადიცია 1960 წლის რომის ოლიმპიადიდან იღებს სათავეს. დროშა ჯარისკაცებს გადაეცემათ, რომლებიც მას ოლიმპიური ჰიმნის თანხლებით ცენტრალურ ანძაზე აღმართავენ. ოლიმპიური ქარტიის თანახმად, ოლიმპიური დროშა მთელი თამაშების მანძილზე ოლიმპიურ სტადიონზე ფრიალებს.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ დგება ყველაზე ამაღლვებელი მომენტი. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი შემოაქვთ. ოლიმპიური ესტაფეტის ბოლო მონაკვეთზე ქვეყნის გამორჩეული ათლეტები გამოჰყავთ. ეს პატივი ორჯერ ერგოთ ჩვენს თანამემამულეებს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს ვიქტორ სანეევს (1980 წელი, მოსკოვი) და კახი კახიაშვილს (2004 წელი, ათენი). ბოლო მეჩირაღდნე, რომლის სახელიც უკანასკნელ მომენტამდე უცნობია, ორიგინალური დიზაინით შექმნილ მთავარ ჩირაღდანში ოლიმპიურ ცეცხლს ანთებს.

გახსნის ცერემონია ხანგრძლივი, საზეიმო ფეიერვერკით მთავრდება.

დაჯილდოების ცერემონია

ბარსელონის ოლიმპიადის პირველ ქართველ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს ოქროს მედალი 1992 წლის 26 ივლისს გადასცეს

ამა თუ იმ სახეობაში ოლიმპიური ასპარეზობის დასრულების შემდეგ, თამაშების გამარჯვებულისა და პრიზიორების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია იმართება. ზაფხულის თამაშებზე დაჯილდოება იმავე არენაზე ეწყობა, სადაც შეჯიბრება მიმდინარეობდა. ზამთრის ოლიმპიადებზე კი ოლიმპიურ მედალოსნებს ქალაქის ცენტრში, საგანგებოდ მოწყობილ „მედალლაზაზე” აჯილდოებენ. გამონაკლისია ჰოკეისტთა ტურნირი, რომლის პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია, ყინულის არენაზე, ფინალური მატჩის დასრულებისთანავე ეწყობა.

ოლიმპიურ ჩემპიონს, თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს აჯილდოებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის რომელიმე მაღალჩინოსანი – პრეზიდენტი ან აღმასკომის წევრი. მედლებთან ერთად სპორტსმენებს ორიგინალური დიზაინის თაიგულები, ან რაიმე სპეციალური ჯილდო გადაეცემათ. ცერემონია ჩემპიონის სამშობლოს ეროვნული ჰიმნითა და პრიზიორთა ქვეყნების ეროვნული დროშების აღმართვით მთავრდება.

დახურვის ცერემონია

თამაშების დახურვის ცერემონია ოლიმპიადის დამაგვირგვინებელი აკორდია. ცერემონიის დასაწყისში აღიმართება მასპინძელი ქვეყნის დროშა და ჟღერს ეროვნული ჰიმნი. შემდეგ იწყება „დროშების აღლუმი”, სპორტსმენებს სტადიონზე შემოაქვთ თამაშების მონაწილე ქვეყნების დროშები. ყველაზე წინ ბერძნული დროშაა, ბოლოს - მასპინძელი ქვეყნის. მედროშეებად უმეტესად თამაშების ჩემპიონები ან პრიზიორები გვევლინებიან. დროშებს ათლეტები მოყვებიან, ამასთან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყოველგვარი რიგითობისა და ეროვნული ნიშნის გარეშე, ერთიან კოლონად შემოდიან სტადიონზე.

დახურვის ცერემონიაზე სხვადასხვა ქვეყნის ათლეტების ერთად გამოსვლის ზამთრის ოლიმპიადზეც. მას შემდეგ, ეს ერთობლივი აღლუმი ყველა თამაშების დახურვის ცერემონიისთვის სავალდებულო გახდა.

აღიმართება საბერძნეთის ეროვნული დროშა და ჟღერს ოლიმპიური თამაშების სამშობლოს ჰიმნი. შემდეგ კი ოლიმპიური ჰიმნის თანხლებით ეშვება ოლიმპიური დროშა, რომელიც სამხედროებს სტადიონიდან გააქვთ.

ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის მერი ოფიციალურ ოლიმპიურ დროშას უბრუნებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, რომელიც დროშას მომდევნო ოთხი წლით გადასცემს შემდეგი თამაშების მასპინძელი ქალაქის მერს. ჟღერს მომავალი ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის ჰიმნი და აღიმართება ამ სახელმწიფოს ეროვნული დროშა.

წარწერის ტექსტი

ამის შემდეგ, სიტყვით გამოდიან თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, რომლებიც მადლობას უხდიან სპორტსმენებს, ოლიმპიადის ყველა მონაწილეს და მასპინძელი ქალაქის მოქალაქეებს. გამორჩეული სამადლობელო სიტყვები მოხალისეებს იდეა ავსტრალიელ მოსწავლეს ჯონ იან ვინგს ეკუთვნის. მისი წინადადება 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მოიწონეს და ზაფხულის XVI ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე ამგვარი მსვლელობა პირველად გაიმართა. გივე განმეორდა 1960 წელს სკვო ველის ერგებათ ხოლმე, რომლებიც მთელი თამაშების განმავლობაში უანგაროდ მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ოლიმპიადას დახურულად აცხადებს და მსოფლიოს ათლეტებს ოთხი წლის შემდეგ მომავალ თამაშებზე საასპარეზოდ იწვევს. იწყება მუსიკოსთა გამოსვლები, ნელ-ნელა ქრება ოლიმპიური ცეცხლიც.

ოლიმპიადა გასრულდა, ტაბლოზე ჩნდება ტრადიციული წარწერა – მომავალ შეხვედრამდე ამა და ამ წელს, ამა და ამ თამაშებზე.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები