ომის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის თეატრი - ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული ცნება, რომელიც გულისხმობს ხმელეთის ტერიტორიას, ოკეანის აკვატორიას და მათ თავზე მდებარე საჰაერო-კოსმოსურ სივრცეს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოების (სახელმწიფოების კოალიციების) შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ აწარმოონ ომი ან სტრატეგიული მასშტაბის საომარი მოქმედებები. ომის თეატრს არ გააჩნია მკაცრად შემოფარგლული საზღვრები; ჩვეულებრივ, მასში შეჰყავთ ერთი კონტინენტი მიმდებარე აკვატორიებითურთ ან ერთი ოკეანე კუნძულებითა და კონტინენტების სანაპირო ზონით.

ომის თეატრი. შეიძლება იყოფოდეს რამდენიმე საომარი მოქმედების თეატრად;

ომის თეატრი საერთაშორისო სამართალში

საერთაშორისო სამართალში ომის თეატრი არის მეომარი სახელმწიფოების სახმელეთო ტერიტორია, საზღვაო აკვატორია და საჰაერო სივრცე, აგრეთვე ღია ზღვა და მის თავზე მდებარე საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც მეომარ მხარეებს შეუძლიათ აწარმოონ ან აწარმოებენ საომარ მოქმედებებს. ამასთან, მასში არ შედის ნეიტრალური სახელმწიფოების და ნეიტრალიზებული ტერიტორიები.

ომის თეატრში გადასროლის კოორდინაციის ცენტრი, ორგანო, რომელიც პასუხს აგებს გადასროლის კოორდინაციის ეროვნული ცენტრის ფუნქციების, ამოცანების და ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე, თუკი მიმღებ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ორგანო, ან მიმღებ ქვეყანას არ შეუძლია ასეთი ამოცანების შესრულება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები