ომის კანონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის კანონები - მეომარ მხარეებს შორის ობიექტური, არსებითი, საჭირო, მყარი, ხშირი ურთიერთობები, რომლებიც განაპირობებენ ომის წარმოშობას, მიმდინარეობას და შედეგს. ომის კანონების სისტემაში გამოყოფენ მთლიანად ომის წარმოშობის, მიმდინარეობის, დასრულების კანონებს (სისტემური კანონები) და ომში შეიარაღებული და სხვა სახის ბრძოლის კანონებს, როგორც შედარებით დამოუკიდებელ ნაწილებს (ქვესისტემური კანონები). ომის წარმოშობის, მიმდინარეობის და შედეგის კანონთა სისტემაში განასხვავებენ:

  1. კანონებს, რომლებიც წარმოაჩენენ ომის მიზეზებს;
  2. კანონებს, რომლებიც გამოხატავენ მეომარი მხარეების მატერიალური, სულიერი ძალების თანაფარდობას;
  3. კანონები, რომლებიც გამოხატავენ ომის ძირითადი ფაქტორების მოქმედებას (ომის მიმდინარეობის და შედეგის დამოკიდებულება სამხედრო-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სოციალური, მორალური ფაქტორების თანაფარდობაზე);
  4. კანონები, რომლებიც მოიცავენ კანონზომიერ კავშირებს ომსა და მისი წარმოების ბუნებრივ ფაქტორებს შორის;
  5. კანონები, რომლებიც წარმოაჩენენ, თუ რა გავლენას ახდენს ომის მიმდინარეობასა და შედეგზე მეომარი მხარეების სამხედრო-ორგანიზაციული, სამხედრო-სამეცნიერო და სამხედრო-მმართველობითი ფაქტორები.

შეიარაღებული ბრძოლის კანონებში ტრანსფორმირებული სახით არის მოქცეული ის ზოგადი მიმართულებები, რაც ახასიათებს სისტემურ ომის კანონებს და სპეციფიკური შინაარსი, რომელიც გამოხატავს სწორედ შეიარაღებული ბრძოლის თავისებურებებს. ისინი მოიცავენ:

  1. კანონებს, რომლებიც ახასიათებენ დამოკიდებულებას, ერთი მხრივ, შეიარაღებული ბრძოლის მიმდინარეობასა და შედეგს, და მეორე მხრივ, მოპირისპირე შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძლიერების ძირითად ფაქტორებს შორის;
  2. კანონები, რომლებიც ახასიათებენ შეიარაღებული ბრძოლის მიმდინარეობის და შედეგის დამოკიდებულებას მოპირისპირე შეიარაღებული ძალების საბრძოლო და დამხმარე ნაწილების (შენაერთების) რაოდენობის და ხარისხის თანაფარდობაზე;
  3. ისეთი საბრძოლო ფაქტორების მოქმედებასთან დაკავშირებულ კანონებს, როგორიც არის საბრძოლო მოქმედების ხერხების ეფექტიანობა, შეიარაღებული ბრძოლის მართვის ხელოვნება და შეიარაღებული ძალების ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისობა შეიარაღებული ბრძოლის ხასიათთან.

იმის გამო, რომ ომის ყოველი ფაქტორი რთული წარმონაქმნია, მათი შესაბამისი კანონები შეიძლება დაკომპლექტდეს და თითოეული მათგანი წარმოდგენილ იქნეს უფრო კერძო ხასიათის რამდენიმე კანონზომიერი კავშირის სახით. რაც უფრო კონკრეტულად განისაზღვრება შეიარაღებული ბრძოლის კანონები, მეტია მათ საფუძველზე ჩამოყალიბებული სამხედრო ხელოვნების ამა თუ იმ პრინციპის პრაქტიკული მნიშვნელობა. ომის კანონების რთული სისტემის ღრმა გაგება სამხედრო საქმეში მეცნიერული განჭვრეტისა და პროგნოზირების დიდმნიშვნელოვანი წანამძღვარია.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები