ომის მატერიალური დანახარჯები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის მატერიალური დანახარჯები - იმ მატერიალური საშუალებების ერთობლიობა, რომლებსაც ომი შთანთქავს. აქვს ღირებულებითი და ნატურალურ-ნივთობრივი გამოხატულება. იყოფა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებად.

ომის პირდაპირი მატერიალური ხარჯები მოიცავენ სამხედრო ტექნიკის, იარაღის, საბრძოლო მასალების, აღჭურვილობის დანახარჯებს, პირადი შემადგენლობის შენახვის და სხვა ხარჯებს, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს: განადგურებული საწარმოო ობიექტების, ტრანსპორტის საშუალებების, საცხოვრებელი ფონდის, ადმინისტრაციული შენობების, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების, მოსახლეობის პირადი ქონების ღირებულებას და სხვა. ამ ღირებულების ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით იფარება, შეადგენს ომის საბიუჯეტო ხარჯებს.

ომის არაპირდაპირ მატერიალურ ხარჯებში შედის ფინანსური დანახარჯები, რომლებიც ხმარდება ეკონომიკური ზარალის დაფარვას, ომის ინვალიდების და მათი ოჯახებისთვის პენსიების გაცემას, ომიანობის წლების სახელმწიფო სესხების პროცენტების გასტუმრებას და სხვა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები