ომის ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუნ-უს "ომის ხელოვნება". ბამბუკის წიგნი

ომის ხელოვნება - (პირდაპირი მნიშვნელობა – სუნ-უს სამხედრო სტრატეგია), ჩინური სამხედრო მოძღვრება, შექმნილი ძვ.წ. VI საუკუნეში სუნ ძუს მიერ.

ომის ხელოვნება შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სტრატეგიული ნაშრომია და მან დიდი წვლილი შეიტანა სამხედრო დაგეგმვის საქმეში. პირველად ითარგმნა ფრანგი მისიონერის მიერ დაახლოებით ორასი წლის წინ. როგორც ცნობილია, მას დიდი ზეგავლენა მოუხდენია ნაპოლეონზე, გერმანიის გენშტაბზე II მსოფლიო ომში და ასევე სპარსეთის ყურეში ოპერაცია უდაბნოს შტორმის – დაგეგმვაზე.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები