ომოფორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ომოფორი

ომოფორი - (ომფორი) - მღვდელმთავრის შესამოსლის ნაწილი.

წარმოადგენს გრძელ და განიერ ლენტისებურ ქსოვილს, რომელიც კისერზე, საკოსის ზემოდან აქვს შემოხვეული ეპისკოპოსს. მისი ერთი ბოლო (მარცხენა) წინაა ჩამოშვებული, ხოლო მეორე მკერდზე ქვემოდან ზემოთაა ამოტრიალებული და მხარზე ზურგისკენ ეშვება. ომოფორი სქელი ქსოვილისგან იკერება. შემკულია ნაქარგი ჯვრებით, გარს შემოუყვება ლენტი და ბოლოვდება ორსავ მხარეს ფოჩებით. ომოფორის გარეშე ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი), ისევე როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მღვდელმსახურებას ვერ აღასრულებს.

ომოფორი მსგავსია ბიბლიური პირველი მღვდლის, აარონის სამოსელისა, რომელსაც სჯულისეული მღვდელმთავრებიც ატარებდნენ. მათ მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა.

ომოფორი აღნიშნავს უფლის განკაცებას, სიტყვის განხორციელებას ქალწულ მარიამისგან, გამოხატავს გზააბნეულ კრავს (ან ამ კრავის ტყავს), რომელიც მწყემსმა კეთილმა მოძებნა, კისერზე შეისვა და მიათვალა თავის ფარას. ნიშნავს ჯვარსაც, რადგან ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი.

ლიტერატურა

Законь Божии, Московская патриархия, 1972. Бениамин, Архиепископ Нижегородской и Арзамаский. Новая скрижаль, 1992. ხ.ც.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები