ონაშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ონაშვილი

გივი ონაშვილი (დ. 27 ივლისი, 1947, პატარძეული, საგარეჯოს რაიონი), ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი (+ 93 კგ). 1972 წლის მიუნხენის XX ოლიმპიურ თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ­-ის ჩემპიონი (1973), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1974, 75), ვიცე­ჩემპიონი (1969, 72, 76) და ბრინჯაოს პრიზიორი (1971). ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1970), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1969). სსრკ-­ის ჩემპიონი (1970) და ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი სამბოში (1971). სსრკ­-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

1972 წლის ოლიმპიური თამაშები

+93 კგ, 21 მონაწილე
1. ვილემ რიუსკა (ჰოლანდია)
2. კლაუს გლანი (გფრ)
3. გივი ონაშვილი (სსრკ)
3. მოტოკი ნიშიმურა (იაპონია)
I წრე­ იპონით (0,22) დაამარცხა მ’ბაგნიკ მ’ბოჯი (სენეგალი); II წრე ­ ქულებით (ვაზარი) მოუგო მოტოკი ნიშიმურას (იაპონია); III წრე წმინდად (5,16) გაიმარჯვა ჟან­კლოდ ბრონდანისთან (საფრანგეთი); IV წრე ­ იპონით (შებოჭვით 2,32) წააგო კლაუს გლანთან (გფრ).





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები