ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერა- (იტალ. opera — შრომა, მუშაობა, საქმე), ხელოვნების სინთეზური ჟანრი, რომელშიც გაერთიანებულია ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა, პოეზია, დრამატული ან სახვითი ხელოვნება, ხშირად – ქორეოგრაფიაც. ოპერის საფუძვლად დადებულ ლიტერატურულ ტექსტს ეწოდება ლიბრეტო.

ოპერა, როგორც მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი, XVI საუკუნის ბოლოს იტალიაში, ფლორენციაში ჩამოყალიბდა. პირველი ოპერის ავტორებმა მიზნად ანტიკური ტრაგედიის საფუძველზე ახალი ჟანრის შექმნა დაისახეს. ადრეული ოპერების თავისებურებას, მათი განმსაზღვრელი ტერმინი drama per music (დრამა მუსიკით) განსაზღვრავდა. პირველი ოპერა „დაფნა“ 1594 წელს ფლორენციაში იაკობო პერიმ და ოტავიო რინუჩინიმ დაწერეს. იმავე ავტორების მეორე ოპერა „ევრიდიკა“ 1600 წელს დაიდგა. ფლორენციის შემდეგ საოპერო ხელოვნებამ რომი, ნეოპოლი და ვენეცია მოიცვა, მალე კი ფრანგული, გერმანული და ინგლისური ოპერის ნიმუშები შეიქმნა.

არსებობს ოპერის სხვადასხეა სახეები (ოპერა სერია, ოპერა-ბუფა, ოპერა-ბალეტი, დიდი ოპერა, კომიკური ოპერა, ოპერა-ბალადა, „ხსნის ოპერა“, მუსიკალური დრამა, ზინგშპილი, სარ-სუელა, ტონადილია).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები