ოპერატიული სამანევრო ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერატიული სამანევრო ჯგუფი - დაჯგუფების (არმიის) ჯარების ოპერატიული დაწყობის ელემენტი შეტევით ოპერაციაში. ის განკუთვნილი იყო მთავარი ძალების მოწყვეტით დარტყმის ძალის სწრაფი ზრდისა და ოპერატიული სარეიდო მოქმედებისთვის.

ოპერატიული სამანევრო ჯგუფი XX საუკუნის 70-80-იან წლებში გათვალისწინებული იყო ჯარების ოპერატიულ დაწყობაში. მისი პირვანდელი სახე II მსოფლიო ომის შეტევით ოპერაციებში იყო დაჯგუფების (არმიების) მოძრავი ჯგუფები.

ოპერატიული სამანევრო ჯგუფის ამოცანებია:

წინსვლის ტემპია 100 კმ-მდე დღე-ღამეში, მთავარ ძალებს მოწყვეტა 200 კმ-მდე. ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ოპერატიული სამანევრო ჯგუფის ლოგისტიკის უზრუნველყოფა.

XX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩამოყალიბდა არმიის კორპუსები სპეციალურად ოპერატიული სამანევრო ჯგუფების სახით მოქმედებისათვის. XX საუკუნის 80- იანი წლების მეორე ნახევარში ჯარების ოპერატიული დაწყობიდან ამოიღეს ოპერატიული სამანევრო ჯგუფი, მოხდა ცვლილებები ოპერაციების მომზადებისა და წარმოების ხერხებში. ოპერატიული სამანევრო ჯგუფის საარმიო კორპუსებს მიზნად დაუსახეს სხვა ამოცანების შესრულება და მათი უმრავლესობა XX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს დაიშალა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები