ოპიოიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპიოიდი - (opoid) – ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს საძილე ყაყაჩოს [Papaver somniferum] ალკალოიდებს, მათ სინთეზურ ანალოგებსა და შენაერთებს, რომლებიც სინთეზირდება ორგანიზმში და ერთგვაროვან სპეციფიკურ მოქმედებას ახდენს თავის ტვინის რეცეპტორებზე, იწვევს რა ტკივილდამაყუჩებელ ეფექტსა და ეიფორიას. ოპიუმის ალკალოიდები და მათი სინთეზური ანალოგები (დიდი დოზები) იწვევს აგრეთვე სტუპორს, კომას და სუნთქვის დათრგუნვას.

ოპიუმის ალკალოიდები და მათი ნახევრადსინთეზური ნაწარმები მოიცავს მორფინს, დიაცეტილმორფინს (დიამორფინი, ჰეროინი), ჰიდრომორფინს, კოდეინს, ოქსიკოდინს. სინთეზური ოპიოიდებია: – ლევორფანოლი, პროპოცსიფენი, ფენტანილი, მეტადონი, პეტიდინი (მეპერიდინი) და აგონისტ ანტაგონისტი პენტაზოცინი. ენკეფალინები და ენდორფინები მიეკუთვნებიან ოპიოდური მოქმედების ენდოგენურ ნაერთებს (ოპიოდი, ენდოგენური).

ყველაზე უფრო გავრცელებული ოპიოიდები (მორფინი, ჰეროინი, ჰიდრომორფინი, მეტადონი და პეტიდინი) ძირითადად მოქმედებს M-რეცეპტორებზე და იწვევს ანალგეზიას, აფექტურ ცვალებადობას (მაგ., ეიფორიას, რომელიც შეიძლება შეიცვალოს დისფორიითა და აპათიით), სუნთქვის დათრგუნვას, ძილიანობას, ფსიქომოტორული აქტივობის შემცირებას, გაუგებარ მეტყველებას, ყურადღების კონცენტრაციის უნარის შემცირებას, მეხსიერების დაქვეითებას და მსჯელობის ფუნქციის დარღვევას.

გარკვეული დროის შემდეგ მორფინი და მისი ანალოგები იწვევს ტოლერანტობას და ნეიროადაპტირებულ დარღვევებს, რაც განაპირობებს ჰიპერაღგზნებას, ნარკოტიკის შეწყვეტის შემთხვევაში აღკვეთის სინდრომი ვლინდება ლტოლვით (პათოლოგიური), განგაშის გრძნობით, დისფორიით, მთქნარებით, ოფლიანობით, ბატის კანით, ცრემლდენით, უძილობით, გულისრევით ან ღებინებით, დიარეით, კრუნჩხვებით, ტკივილებით კუნთებში, ციებით. ხანმოკლე მოქმედების ნარკოტიკების შემთხვევაში (მაგ., მორფინი ან ჰეროინი), აღკვეთის სიმპტომები ვითარდება უკანასკნელი მიღებიდან 8-12 საათის შემდეგ, პიკს აღწევს 48-72 საათში და ქრება 7-20 დღის შემდეგ. ხანგრძლივი მოქმედების ნარკოტიკების შემთვხვევაში (მაგ., მეტადონი), აღკვეთის პირველი სიმპტომები შეიძლება განვითარდეს უკანასკნელი მიღებიდან მხოდოდ 1-3 დღის შემდეგ, პიკს აღწევს მესამე-მერვე დღეზე და შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში თუმცა, მთლიანობაში იგი უფრო მსუბუქადაა გამოხატული, ვიდრე მორფინის ან ჰეროინის ეკვივალენტური დოზების აღკვეთის შემთხვევაში.

ოპიოიდების გამოყენება იწვევს ორგანიზმისათვის მრავალნაირ მავნე მოქმედებას (განსაკუთრებით მათი ინტრავენური გამოყენების შემთხვევაში). შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ინფიცირებას B და C ჰეპატიტის ვირუსით ან ადამიანის იმუნოდეფიციტით, სეპტიცემიით, ენდოკარდიტით, პნევმონიით, ფილტვის აბსცესით, თრომბოფლებიტითა და რაბდიომიოზიტით.

ფსიქოლოგიური და სოციალური დარღვევები, რომლებშიც ასახულია ნარკოტიკების არასამედიცინო დანიშნულებით მიღება, გამოხატულ ხასიათს ატარებს.


იხილე აგრეთვე

ოპიოიდების ავადმოხმარება

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები