ორბელი ივანე (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე (I) ორბელი - ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი XII ს-ის პირველ მეოთხედში; დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი. ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანი მას „დიდ სპასალარს“ უწოდებს: „დიდმან სპასალარმან იოანე ორბელიანმან ფრიად განავრცელა საზღვარი ქართლისა. ებრძოდა თურქთა და წაართვა ტფილისი, ლორე და ანი რიცხუსა ფო~ბ” (1123 წ.). დავითის ისტორიკოსი იუწყება, რომ გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა ივანე ორბელის თანდგომით „მოიპარა“ თურქთაგან სამშვილდე და საქართველოს საზღვრებში დააბრუნა. ამ ცნობაში ისტორიკოსი ივანეს მხოლოდ სახელით მოიხსენიებს, მაგრამ მკვლევართა დასაბუთებული ვარაუდით, შეუძლებელია იგი ამ დროს ამირსპასალარი არ ყოფილიყო. ჰნევანქის სომხური მონასტრის მთავარი ტაძრის 1154/6 წ-ის დაზიანებულ სააღმშენებლო წარწერაში ივანე ერთდროულად მანდატურთუხუცესად და ამირსპასალარად იხსენიება. იგი ამ თანამდებობებს ფლობს გარდაცვალებამდე (1128). წყაროთა ჩვენებით, ივანე ორბელმა, როგორც მთავარსარდალმა, გაწეული სამსახურისათვის მეფისაგან მიიღო ლორე (სადაც მას შემდგომში რეზიდენცია ჰქონდა) და სამშვილდე გარეშემო მდებარე დაბებით.




წყაროები და ლიტერატურა

  • სტეფანოს ორბელიანი 1978: 38-39;
  • დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1955: 331;
  • მელიქსეთ-ბეგი 1964: 317-319;
  • მესხია 1979: 19-20;
  • მურადიანი 1977: 137-146; სილოგავა 1994: 44-45.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები