ორბელი ლიპარიტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიპარიტ ორბელი - ამირახორი 1160-იან წწ-ში; ქართლის ერისთავი 1170-იან - 1177/1178 წწ-ში. მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარ სუმბატ ორბელის ძე, ძმა მანდატურთუხუცეს და ამირსპასალარ ივანე (II) ორბელისა. გიორგი III-ის თანამებრძოლი. სამეფო კარზე მას ჯერ ამირახორის სახელო მიუღია, შემდგომ - ქართლის ერისთავის. სწორედ ამ თანამდებობით იხსენიება იგი ორბელთა აჯანყების დროს (1177/1178). აჯანყებულთათვის დამხმარე ძალის მოსაძიებლად ლიპარიტ ორბელი მეჯინიბეთუხუცეს ქავთარ ორბელთან ერთად „სპარსეთს“ გაქცეულა, მაგრამ ორბელთა ამბოხის სასტიკად ჩახშობის გამო უკან აღარ დაბრუნებულა. სტეფანოზ ორბელიანი მას სპარსეთში გადახვეწილთა შორის იხსენიებს


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები