ოსურ-ტოფუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსურ-ტოფუ (მეგრ. „ქალ-თევზი“) – მდინარეთა და ტბათა წყლების გამგებელი, თევზთა და მეთევზეთა მფარველი მეგრულ მითოლოგიაში; წარმოდგენილი ჰყავთ ლამაზი, ოქროსფერთმიანი, წელსქვემოთ თევზის ფარფლებიანი ახალგაზრდა ქალის სახით. ცხოვრობს წყალქვეშა ოქროს სასახლეში; ხშირად ჩნდება წყლისპირზე გაშლილი თმებით, რომელსაც ოქროს სავარცხლით ივარცხნის (შდრ. ალი). ოსურ-ტოფუ განსაკუთრებით იმ მეთევზეებს წყალობს, რომლებიც თევზაობის წესებს იცავენ და თევზჭერას მხოლოდ სეზონურად მისდევენ. ამ წესების დამრღვევს იგი უბარაქობით სჯის.

ზოგჯერ ქალ-თევზი წყლის ალთან და წყლის დედასთან არის გაიგივებული („ალი“, „წყარიშ დიდა“).


ლიტერატურა

ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. №13, გვ. 21-22 (ინახება ავტორთან).


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები