პავია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პავია - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც 1525 წლის 24 თებერვალს ესპანეთის მეფის და „საღვთო რომის იმპერიის” იმპერატორის კარლ V-ის ჯარებმა (20 ათ. ქვეითი, 2,5 ათ. მხედარი; გენერალი ფ. პესკარა) პევიის გარნიზონის (დაახლოებით 8 ათ.) დახმარებით დაამარცხეს საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის არმია (20 ათ. ქვეითი, 6 ათ. მხედარი).

ვინაიდან ფრანგული რაზმები ნაწილ-ნაწილ ებმოდნენ ბრძოლაში, საიმპერიო ჯარებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ ბრძოლის ყველა ეტაპზე. იმპერიელთა გამარჯვებას ხელი შეუწყო აგრეთვე ესპანელი ქვეითების მიერ ახალი ცეცხლსასროლი იარაღის – მუშკეტის გამოყენებამ ფრანგების მძიმე კავალერიის (ჟანდარმების) წინააღმდეგ. ფრანგებმა დაკარგეს 10 ათ. კაცი, ფრანსუა I ტყვედ ჩავარდა და იძულებული გახდა უარი ეთქვა იტალიაში დაპყრობილ ტერიტორიებზე.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები