საყვარელიძე პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პავლე საყვარელიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე საყვარელიძე

საყვარელიძე პავლე დავითის ძე - (1882, სოფ. საქარა, შორაპნის მაზრ. - 10. VIII. 1937 ) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი („ალიონელი“).

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. უმაღლესი განათლება რუსეთში და შვეიცარიაში მიიღო. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის არაერთხელ იყო გადასახლებაში და ციხეში.

1917 წლდან გამოსცემდა გაზეთ „ალიონს“. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალს. ოყო დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. კონსტიტუციის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აქტიურად ჩაება ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლაში. დამფუძნებელი კრების სხდომებზე ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. უარყო ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილი ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ კანტონის პროექტი, რომელიც მოითხოვდა ავტონომიურ წარმონაქმნს არა მარტო შიდა ქართლის, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც (დუშეთი, რაჭა, შორაპანი). მან დამფუძნებელი კრების სხდომაზე განაცხადა: „...არ შემიძლია დავუშვა ის აზრი, რომ ჩვენ ახალი სახელმწიფოები შევქმნათ სახელმწიფოში. ჩვენ ვწერთ კონსტიტუციას უნიტარული სახელმწიფოსათვის. ოსებს კი, მაგალითად, სურთ დაგვიწერონ კონფედერაციული ან ფედერაციული სახელმწიფოსათვის. ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი გარემოებაა“.

ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქმე 107;
  • უ. ბახტაძე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა და მისი სამართლებრივი მდგომარეობა, თბ., 1968.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები