წულაია პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პავლე წულაია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე წულაია

წულაია პავლე ლუკას ძე - (ფსევდონიმი: დეპო) (დ. - 1882, სოფ. ხუნჯულოური - გ. - III.1943, ციმბირი) - სოციალ-დემოკრატი.

სასწავლებლად თავდაპირველად შევიდა სოფ. ხუნჯულოურის სასწავლებელში, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში განაგრძო. მოგვიანებით იგი ჩაერთო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მუშაობაში და გახდა მენშევიკური ფრაქციის წევრი, რის შემდეგაც 1907 წელს აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის მეხუთე ყრილობის დელეგატად. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ის აქტიურად ჩაება პოლიტიკურ მოღვაწეობაში. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად და ასევე იყო საკონსტიტუციო და გზათა კომისიების წევრი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1937 პავლე წულაია დააკავეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მანუჩარ გუნცაძე


ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები