პაკისტანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაკისტანის დროშა

პაკისტანი - (Pakistan – პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. ქვეაყნას სამხრეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანის არაბეთის ზღვა.

ფართობი - 880,9 ათასი კმ2. (პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ინდური შტატების ჯამუს და ქაშმირის ტერიტორიების გარეშე).

მოსახლეობა - 184,7 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ურდუ და ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. ისლამაბადი.

ადმინისტრაციულად იყოფა 6 პროვინციად, 1 ტერიტორიად და დედაქალაქად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – პრეზიდენტსა და მთავრობას.

პაკისტანის სახელმწიფო წარმოიქმნა 1947 წელს, როდესაც რელიგიური ნიშნით ორად გაიყო ბრიტანეთის ინდოეთი. 1956 წელს გამოცხადდა რესპუბლიკად. 1971 წელს აღმოსავლეთ პაკისტანის ტერიტორიაზე შეიქმნა ბანგლადეშის სახელმწიფო.

პაკისტანი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. აქვს ბირთვული მუხტების შექმნის ტექნოლოგია და რესურსები. 1998 წლის მაისში განახორციელა მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებები.

საზღვაო პორტებია: კარაჩი, მუჰამედ-ბეი-ქასიმი, გვადარი.

საერთაშორისო აეროპორტები: კარაჩი, ისლამაბადი, ლაჰორი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 617 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 555 ათ., სამხედრო-საჰაერო 45 ათ. და სამხედრო-საზღვაო 17 ათ. რეზერვი - 5 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები