პალასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პალასი(ბერძნ.)

1. ტიტანი, ნიკესა და სელენეს მამა.

2. გიგანტი, რომელიც გიგანტომაქიაში იღებდა მონაწილეობას. იგი განგმირა ათენამ. მითის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ათენამ ამ გიგანტს ტყავი გააძრო და მისგან ფარი გაიკეთა. მოგვიანებით სახელი „პალასი“ ათენას ეპიკლესად იქცა.

3. პანდიონის ძე, რომელიც მოკლა თესევსმა.

4. არკადიის მეფე.

5. იტალიკელი გმირი, ევანდროსის ძე, რომელიც ენეასის მხარდამხარ იბრძოდა და დაიღუპა ტურნუსთან ორთაბრძოლისას. გადმოცემათა თანახმად, რომის ერთ-ერთ ბორცვს მისი სახელის მიხედვით უწოდეს პალატიუმის ბორცვი.

6. ათენას ბავშვობის მეგობარი გოგონას სახელი. ერთი ვერსიით, იგი უნებლიედ შემოაკვდა ათენას თამაშისას. ღრმად დამწუხრებულმა ქალღმერთმა მეგობრის უკვდავსაყოფად დაიმკვიდრა მისი სახელი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები