პაპაჯანოვი მიხეილ ივანეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაპაჯანოვი მიხეილ ივანეს ძე

პაპაჯანოვი მიხეილ ივანეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე (დ. 7 სექტემბერი, 1869 – გ. 1930). დაშნაკი.

განათლება

თბილისის პირველი გიმნაზიის კურსდამთავრებული. სწავლობდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რუსეთის მე-4 მოწვევის დუმის დეპუტატი ბაქოს, ელისავედპოლსკისა და ერევნის გუბერნიიდან. 1912 წლიდან პარტიადაშნაკცუთუნი“-ს წევრი.

მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში. საადვოკატო პრაქტიკას ეწეოდა ერევანში, ალექსანდროპლსა და თბილისში. 1899 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში.

1912 წლიდან რუსეთის მე-4 მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატია და კონსტიტუციურ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი.

მონაწილეობა მიიღო 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში; 1917 წლის 27 თბერვლიდან გახდა სახელმწიფო დუმის დროებითი კომიტეტის წევრი, (ВКГД); ხოლო 9 აპრილიდან დაინიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის კომისრად.

1917 წლის 12 ოქტომბერს უარი თქვა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისრის თანამდებობაზე.

წყარო

  • Государственная дума Российской империи: 1906-1917. Б.Ю. Иванов, А.А. Комзолова, И.С. Ряховская. Москва. РОССПЭН. 2008.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები