პაპიაშვილი ზურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურა პაპიაშვილი

პაპიაშვილი ზურა − (1978), პოეტი და დრამატურგი. დაიბადა თბილისში. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა. განათლებით არის იურისტი, ავტორია სამი პოეტური კრებულისა, მათ შორისაა: „ლექსები” (20011), „აჩრდილი” (2012), „დრო იყო უცხო” (2017).


რაღაც უცნაური სიზმარია,
რაღაც უცნაური ზღვა,
სადღაც დიდებული ტალღებია,
ეთამაშებიან ზღვას;
მზის სხივზე გადიან და გამოდიან,
ფერები ეკეკლუცებიან ცას,
დროში შეწყვეტილა მთვარის მოძრაობა
მზეც კი მისცემია დარდს,
ხავსი მარადმწვანე გადამხმარა,
ცეცხლი მოსდებია ტყეს,
სოკო შხამიანი გადამწვარა,
ვეღარ უმკლავდება ცეცხლს.
ბაღი უღიმღამოდ გაცრეცილა,
ბინდი შეჰპარვია სოფელს.
საკვამურებიდან კვამლი ბოლავს,
საქმე მოლევიათ ფოთლებს.
თითქოს სიყვარული გაბუტულა,
აღარ ელაპარაკება ღმერთს.
სილამაზე, მისი შემხედვარე,
მგონი, თავს მოიკლავს დღეს.
რაღაც უცნაური სიზმარია,
რაღაც უცნაური ღამე...
სიზმარს თავს ვერ ვაღწევ,
მაგრამ არაფერი −
მაინც მოვახერხებ რამეს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები