პარაგვაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარაგვაის დროშა

პარაგვაი (Paraguay – პარაგვაის რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში.

ფართობი – 406,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 6,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ესპანური და გუარანი.

დედაქალაქი – ქ. ასუნსიონი.

ადმინისტრაციულად იყოფა 19 დეპარტამენტად და დედაქალაქის ოლქად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი ეროვნული კონგრესი, აღმასრულებელი – მთავრობა.

დამოუკიდებლობის დღე 1811 წელის 14 მაისი.

პარაგვაი აგრარული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის საფუძველს წარმოადგენს მეცხოველეობა და ხე-ტყის დამუშავება.

საერთაშორისო აეროპორტი – ასუნსიონი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 10,6 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 7,6 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 1,1 ათ. და სამდინარო-სამხედრო ფლოტი 1,9 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები