პარადოქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარადოქსი (ბერძნ. paradoxos – მოულოდნელი, უცნაური), ლოგიკურად სწორი მსჯელობის მიუხედავად წარმოშობილი ისეთი ურთიერთგამომრიცხაობა, როცა ორი დაპირისპირებული დებულება თავის მხრივ სწორია, მაგრამ რადიკალურად უპირისპირდება წინამორბედ დებულებას.

არსებობს პარადოქსის ორი სახეობა: სემანტიკური და ლოგიკური. სემანტიკური პარადოქსის ნიმუშია სენტენცია: „ჭეშმარიტება არ არსებობს“ თუკი ჭეშმარიტება არ არსებობს, მაშინ არც ეს მტკიცებაა ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება არსებობს თუნდაც ამ სენტენციის სახით. ან კიდევ: „სიმართლეს არასოდეს ვიტყვი“. ამის მთქმელმა უკვე თქვა სიმართლე.

ლოგიკური პარადოქსის ნიმუშია: „ღმერთი ყოვლისშემძლეა. შეუძლია თუ არა მას შექმნას ისეთი სიმძიმე, რომელსაც ვერ ასწევს“. თუკი ყოვლისშემძლეა, რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ თუკი მან ეს სიმძიმე ვერ ასწია, სად გაქრა მისი ყოვლისშემძლეობა? (აშკარა მაგალითი იმისა, რომ ღმერთის წვდომა შეუძლებელია ფორმალური ლოგიკის გზით).

როგორც მხატვრული გამოსახვის ხერხი, პარადოქსი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. დრამატურგიაში პარადოქსალიზმი დაამკვიდრეს ო. უაილდმა და ბ. შოუმ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები