პართიის სამეფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პართიის სამეფო

პართიის სამეფო - ძველი სახელმწიფო ახლანდელი ირანის, ერაყისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე.

მის ისტორიულ ბირთვს წარმოადგენდა პროვინცია პართია, მდებარე კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. შეიქმნა ძვ.წ. 250 წელს. ძლიერების მწვერვალს მიაღწია დაახლოებით ძვ.წ. I საუკუნეში.

პართიის სამეფო წარმოადგენდა რომაელთა მეტოქეს აღმოსავლეთში. რომის ლეგიონებს უჭირდათ ბრძოლა პართიელი მხედრების, განსაკუთრებით ცხენოსანი მოისრეების, წინააღმდეგ (კარა). ახ.წ. 224 წელს პართიის სამეფო დაამხეს აჯანყებულმა სასანიანებმა. მისი ტერიტორია შევიდა სასანური ირანის შემადგენლობაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები