საბაშვილი პარმენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პარმენ საბაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარმენ საბაშვილი

საბაშვილი პარმენ ივანეს ძე (1883, ოზურგეთი - 17.IX.1937, თბილისი) - სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. იურისტი.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 იყო გზათა მინისტრის ამხანაგი. შემდომში მუშაობდა სურსათის მომარაგების კომისიაში (სამინისტროში).

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ცხოვრობდა ბათუმში, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 1937 წელს დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური საქმიანობა. სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა. 1958 წელს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მისი რეაბილიტაცია მოახდინა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, ისტორიული რელიქვიების დაბრუნება, თბ., 2000;
  • სცსა, ფ. 1929, აღწ. 1, საქ. 1.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები