პარტიზანული მოძრაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარტიზანული მოძრაობა - შეიარაღებული ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მტრის მიერ ოკუპირებულ ან კონტროლირებად ტერიტორიაზე, ან ქვეყანაში შიდასახელმწიფოებრივი სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნებისათვის (მეამბოხეების მოძრაობა). ამ ბრძოლის ძირითად ძალად გამოდიან პარტიზანები, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზებული შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში და ეყრდნობიან ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას.

პარტიზანული მოძრაობაში არცთუ იშვიათად მონაწილეობენ სახელმწიფოს რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილებიც, რომლებიც მტრის ზურგში იბრძვიან.

პარტიზანული მოძრაობა შეიძლება მიმართული იყოს როგორც უცხოელი დამპყრობლების, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში პარტიზანებს ხშირად უწოდებენ მეამბოხეებს. პარტიზანული მოქმედება დამახასიათებელია აგრეთვე ძალებისათვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ხალხის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-გამათავისუფლებელი ომების დროს. პარტიზანული მოძრაობის თავისებურებების მრავალფეროვნების მიუხედავად, მას აერთიანებს ბევრი საერთო მახასიათებელი, უწინარეს ყოვლისა, საბრძოლო, დივერსიული, სადაზვერვო მოქმედებები, აგრეთვე მათი სხვადასხვაგვარი შეხამება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები