პერინი მარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერინი მარია

პერინი მარია - (10.III.1873, ტურინი- 1939 ნიცა) - ბალერინა, ბალეტმეისტერი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი, პედაგოგი. მხატვარ ჰენრიკ ჰრინევსკის მეუღლე.

სარჩევი

ბიოგრაფია

1890 წელს დაამთავრა ტურინის სამეფო საბალეტო სკოლა. იყო იტალიელი მოცეკვავის, ენრიკო ჩეკეტის, მოსწავლე. ასწავლიდა პეტერბურგის სამეფო ბალეტის სკოლაში. 1891 წლიდან მოიწვიეს საქართველოში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად. 1897-1907 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის პრიმა ბალერინა. ეწეოდა პედაგოგოიურ საქმიანობას.

1916 თბილისში დააარსა საბალეტო სკოლა. 1920 წლიდან სტუდიას „სახელმწიფო თეატრის საბალეტო სკოლა“ ეწოდა, რომლის დირექტორადაც თავად დაინიშნა.

1922 ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში საბალეტო სკოლა გახსნა. 1927 წელს საქართველოში გადაუხადეს საბალეტო-პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლის იუბილე. 1937 წლამდე სამხატვრო აკადემიის სივრცეში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მარია პერინის მოწაფეები იყვნენ: ვ. და თ. ჭაბუკიანები, ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი, ი. და დ. ალექსიძეები, ე. გვარამაძე, ს. ვირსალაძე, ვ. ვრონსკი-ნადირაძე, ე. ჩიკვაიძე, მ. ბაუერი. 1937 საბჭოთა რეპრესიები შეეხო მის ოჯახს. იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. დასახლდა ჯერ ტურინში, შემდეგ კი ნიცაში, სადაც დის პანსიონში გარდაიცვალა. სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მარია პერინი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები