პეტრე I დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრე I დიდი (1672–1725), რუსეთის მეფე 1682 წლიდან (დამოუკიდებლად მართავდა 1689 წლიდან), იმპერატორი 1721 წლიდან. რუსეთის გამოჩენილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. განახორციელა უმნიშვნელოვანესი გარდაქმნები სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში, შემოიღო რეკრუტული სამსახური, შექმნა რეგულარული არმია და სამხედრო ფლოტი, დააარსა ახალი დედაქალაქი – პეტერბურგი, აშენებდა ციხესიმაგრეებს, არხებსა და სხვა.

შვედებთან ომის დროს (1700–21) გამოიჩინა დიპლომატიური და სამხედრო ნიჭი, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჯარებს ნოტებურგის აღების დროს (1702), ლესნაიას (1708) და პოლტავის (1709) ბრძოლებში.

პეტრე I-ის რეფორმები ძირითადად ხალხის მასების ექსპლუატაციის ხარჯზე ტარდებოდა, რამაც რუსეთში გამოიწვია სახალხო აჯანყებები, რომლებიც სასტიკად იქნა ჩახშობილი. პეტრე I დაუნდობლად უსწორდებოდა, აგრეთვე, მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგეებს რუსეთის გაბატონებული კლასიდან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები