პითოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პითოსი

პითოსი — (ბერძ. píthos), თიხის დიდი ზომის ჭურჭელი, რომელსაც კრეტა-მიკენისა და ანტიკურ ეპოქაში იყენებდნენ. ის წარმოადგენდა საკვები პროდუქტების (ღვინო, ზეითუნის ზეთი, მარცვლეული, დამარილებული თევზი და სხვ.) შესანახ, დიდი მოცულობის ბერძნულ ქვევრს, რომელსაც ელინები მიწაში ფლავდნენ. გავრცელებული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის თითქმის ყველა რეგიონში. გადმოცემის თანახმად, დიდი ბერძენი ფილოსოფოსი – დოგენე სინოპელი (ძვ. წ. 412-323 წწ.) კასრში ცხოვრობდა, თუმცა ეს ვერსია მცდარი უნდა იყოს, რადგან ამ დროისათვის ძველი ბერძნები კასრის დამზადების ტექნოლოგიას არ ფლობდნენ. შესაბამისად, დიოგენე არა კასრში, არამედ დიდი მოცულობის მქონე თიხის პითოსში ცხოვრობდა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები