დემენცია პიკის დაავადების დროს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პიკის დაავადება-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დემენცია პიკის დაავადების დროს - (F02.2), (dementia in Pick disease), შუახნის ასაკში განვითარებული პროგრესული დემენცია, ხასიათდება ნელა პროგრესირებადი ცვლილებებით, რაც გამოიხატება ხასიათისა და სოციალური ფუნქციონირების გაუარესებით, რასაც მოსდევს ინტელექტის, მეხსიერებისა და მეტყველების ფუნქციების შესუსტება. მოგვიანებით თან ერთვის აპათია ან ეიფორია, ხოლო ზოგჯერ – ექსტრაპირამიდული გამოვლინებანი. ნეირომორფოლოგიურად შუბლისა და საფეთქლის წილებში ვლინდება არჩევითი ატროფია. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

არნოლდ პიკმა (Arnold Pick, 1892) აღწერა დაავადება, რომლის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა აფაზია დემენციასთან ერთად. პიკის დაავადების დროს აღინიშნება თვალსაჩინო ფოკალური ატროფიული უბნები შუბლისა და საფეთქლის პოლუსებზე (უკიდურესად განლეული ცერებრული კორტექსი "knife-blade" ატროფია), პირამიდული ნეირონების გაჯირჯვება და მათში პიკის სხეულების არსებობა. პიკის სხულები ჰიპოკამპშიც გვხვდება. იგი შედგება ტაუ, უბიქვინისა და სხვა პროტეინებისგან. ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ ვლინდება. პიკის დაავადება არქეტიპული ფრონტოტემპორალური დაავადებაა და ხშირად მის სინონიმადაც ხმარობენ, თუმცა, იგი ფრონტოტემპორალური დემენციის შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები