პინაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პინაკი - ცაცხვის ხისგან გამოხოწილი ჯამისებური ჭურჭელი. „ძელის ჯამი“. იყო დიდი - თაფხა და პატარა პინები. დიდი პინები (მთიულეთი) „ნაღების მოსაყრელად“ გამოიყენებოდა. პინაში იცოდნენ ყველის „მოყველება“ (ქართლი). იყენებდნენ საწყაოდ (ფშავი), რვა კგ მარცვალი ჩადიოდა. პატარა პინებს კერძისათვის, კარაქისათვის, ნახევარ-ჩარექიან პინებს ღვინისა და ლუდის სასმისად გამოიყენებდნენ. გამოხოწილ პინებს მარცვალზე, ლობიოზე ჰყიდდნენ. „ერთ პინაზე ორი ჯამი მოდიოდა“. ზემო აჭარაში პინა საწყაო ხის კასრია, 18 ოყა, ნახევარი ფუთი, ჭურჭელი, ხის დიდი ჯამი, ხის კასრი. თედო სახოკია: „ერთი კოდი (16 ოთხკუთხი მხარი) მიწაზე 5-6 პინა ხორბალი თუ მოვიდა, დიდი ღვთის წყალობად ჩაითვლება”.


საეკლესიო პინაკი ძვირფასი ლითონისაგან გაკეთებული ყურიანი ფიალაა, რომლითაც ზიარების დროს მდუღარებას უმატებენ ღვინოს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები