პირამიდული კვიპაროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირამიდული კვიპაროსი

პირამიდული კვიპაროსი – (Cupressus sempervirens) მარადმწვანე ხე, კვიპაროსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ხის მაქსიმალური სიმაღლეა 25-30 სმ., დიამეტრი 50-60სმ.

კვიპაროსის გავცელების არეალია ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთი მხარე, ლიბანიდან ირანამდე იგი არის გვალვიანი და მშრალი კლიმატის მიმართ საკმაოდ ამტანი, ნიადაგის მიმართ უპრეტენზიო, კარგად ეგუება მწირ და ქვიან ნიადაგს, სხვა მარადმწვანე წიწვოვან მცენარეებთან ერთად ქმნის იშვიათი სილამაზის მწვანე კორომებს და მიმზიდველს ხდის გარემოს გამოირჩევა სასიამოვნო სურნელებით, სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მედეგობის უნარის გამო დიდად ფასობს, როგორც სამშენებლო მასალა სხვა წიწვოვანთაგან განსხვავებით არ გამოჰყოფს ფისს და იოლად ემორჩილება დამუშავებას ამ დადებითმა თვისებებმა განსაზღვრა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე კვიპაროსის ყველა სახეობის მიმართ ადამიანის განსაკუთრებული დამოკიდებულება.

პირამიდული კვიპაროსი – ბიბლიური მცენარე

კვიპაროსის გირჩი

„როცა დაასრულა სახლის შენება სოლომონმა, კედრის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს, იატაკიდან ჭერამდე; ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო“. (3 მეფეთა 6,14-15)

„რადგან ჰირამი, ტვიროსის მეფე, უგზავნიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს და ოქროს მისი სურვილისაებრ, მეფე სოლომონმა მისცა ჰირამს ოცი ქალაქი გალილეის მხარეში“. (3 მეფეთა 9, 11)

წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები