პირითოოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირითოოსი(ბერძნ.) ლაპითთა მეფე. იქსიონისა (სხვა ვერსიით, ზევსის) და დიას ძე.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ფართოდ იყო ცნობილი პირითოოსისა და ჰიპოდამეას ქორწილი (ლაპითები), რომელსაც კენტავრების და ლაპითების ბრძოლა მოჰყვა.

პირითოოსი სახელოვან თესევსთან ერთად მონაწილეობდა კალიდონის ნადირობაში, ამორძალთა წინააღმდეგ ომში, აგრეთვე ელენეს მოტაცებაში. ჰიპოდამეას გარდაცვალების შემდეგ კი ისურვა პერსეფონეს მოტაცება, მაგრამ ამ სურვილს შეეწირა. იგი სამუდამოდ დარჩა ჰადესის კლდეში გამოკვეთილ ტახტზე მიკრული (თესევსი). ასეთად გამოსახავდნენ ამ კადნიერ გმირს ანტიკური ხანის მხატვრები.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები