პიროვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნება - (personality), აზროვნების, ემოციურობისა და ქცევის, ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, რომლებიც ახასიათებს ინდივიდის ცხოვრების უნიკალური წესებსა და ადაპტაციის ხერხებს და განისაზღვრება კონსტიტუციური ფაქტორებით, განვითარებითა და სოციალური გამოცდილებით. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

სარჩევი

პიროვნების ცნება ფსიქიატრიაში

ტერმინი „პიროვნება“ აღნიშნავს ადამიანის მყარ თვისებებსა და ქცევის პატერნებს, რომლებსაც ინდივიდი განსხვავებულ ვითარებაში ავლენს. ამდენად, „პერსონოლოგია“ განსხვავდება ფსიქიკური აშლილობისგან იმით, რომ ქცევები, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნებას, მისი მთელი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე ვლინდება, ხოლო ქცევები, რომლებიც განსაზღვრავს ფსიქიკურ აშლილობას, განსხვავდება ინდივიდის პრემორბიდული ქცევისგან. ეს განსხვავება ადვილი დასანახია, როდესაც ქცევა საგრძნობლად იცვლება ხანმოკლე დროის მანძილზე (მაგ., მანიამანიაკალური აშლილობის დროს) და უფრო რთული დასანახია, როდესაც ქცევა იცვლება ნელა, უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე (მაგ., შიზოფრენიის ადრეული გამოვლენისას).

პიროვნების მნიშვნელობა

პიროვნული თავისებურებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი შეიძლება განსაზღვრავდნენ ფსიქიკური აშლილობებისადმი წინაგანწყობას (პრედისპოზიციას), ფსიქიკური აშლილობის უჩვეულო მახასაითებლებს (ანუ წარმოადგენენ „პათოპლასტიკურ” ფაქტორს) და, ასევე, პაციენტის მკურნალობის პროცესის მიმართ დამოკიდებულებას.

პიროვნება, როგორც პრედისპოზიცია

პიროვნულმა მახასიათებლებმა შეიძლება განაწყოს ინდივიდი ფსიქიკური აშლილობისადმი სტრესულ მოვლენებზე რეაქციის მოდიფიკაციის გზით. მაგ., უარყოფითი მოვლენები შფოთვით აშლილობას უფრო ისეთ ადამიანში გამოიწვევს, რომელიც ყოველთვის წუხს უმნიშველო პრობლემების გამო.


იხილე აგრეთვე

პიროვნების ტიპები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები