პიროსი ეპიროსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიროსი ეპიროსელი

პიროსი - (Pyrros) (ძვ.წ. 319-273), ეპირის მეფე ძვ.წ. 307–302 და 296–273 წლებში, ნიჭიერი მხედართმთავარი.

302 წელს, ტახტის დაკარგვის შემდეგ, მაკედონიის მეფე დემეტრიოს I პოლიორკეტს შეაფარა თავი და მის მხარეზე იბრძოდა. 296 წელს ეპირში ძალაუფლება დაიბრუნა. გააფართოვა თავისი სამეფოს საზღვრები. 280 წელს დაქირავებული არმიით (20 ათ. ქვეითი, 3 ათ. ცხენოსანი, 20 საბრძოლო სპილო) გადავიდა სამხრეთ იტალიაში და ჰერაკლეასთან დაამარცხა რომაელების ჯარი (30–40 ათ.). 279 წელს აუსკულუმთან ახალი გამარჯვება მოიპოვა რომაელებზე (70 ათ.), მაგრამ მძიმე ზარალის ფასად (აქედან მოდის გამოთქმა – „პიროსის გამარჯვება”).

278 წელს პ-მა დაამარცხა კართაგენელები და თითქმის მთელი სიცილია დაიპყრო, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა და 276 წელს იძულებული გახდა იტალიაში დაბრუნებულიყო. 275 წელს რომაელებმა ძალთა დიდი უპირატესობით გაანადგურეს პიროსის არმია. პიროსი გაიქცა ეპირში. დაიღუპა მაკედონელებთან შეტაკებაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები