პირუმოვი სვიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირუმოვი (ფირუმოვი) სვიმონ - ( ?, ტფილისი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი. ინჟინერი.

უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. 1918 წლის თებერვალში დამატებითი სიით აირჩიეს ამიერკავკასიის სეიმის წევრად, შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა,ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119;
  • გაზ. „ერთობა“, 1918, №30, №207.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები