პლაცდარმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლაცდარმი - საბრძოლო (საომარი) მოქმედების დროს ჯარების (ძალების) ხელში ჩაგდებული ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელსაც მომდევნო საბრძოლო ამოცანების შესრულების ინტერესებისთვის ინარჩუნებენ.

ჯარების (ძალების) მიერ გადასაწყვეტი ამოცანების მასშტაბის მიხედვით პლაცდარმი შეიძლება იყოს ტაქტიკური, ოპერატიული ან სტრატეგიული.

შეტევის დროს პლაცდარმს, როგორც წესი, ხელთ იგდებენ წყლისმიერი დაბრკოლებების ფორსირებისას. პლაცდარმი შეიძლება აგრეთვე შეინარჩუნონ წყლისმიერ დაბრკოლებაზე ჯარების მოპირისპირე ნაპირზე უკან დახევისას.

საზღვაო-სადესანტო ოპერაციების განხორციელებისას ზღვის სანაპიროზე დესანტის მთავარი ძალების გადასხმის და გაშლის უზრუნველყოფის მიზნით ხელში იგდებენ პლაცდარმს.

ასევე პლაცდარმად მოიხსენიება ტერიტორია, რომელსაც რომელიმე სახელმწიფო იყენებს შეიარაღებული ძალების თავმოყრის და მომზადებისთვის მეორე სახელმწიფოში შეჭრის მიზნით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები