პოლიევქტოვი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიევქტოვი მიხეილ

პოლიევქტოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე - (1872, პეტერბურგი - 1942, თბილისი) - ისტორიკოსი.

1894 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მშობლიურ უნივერსიტეტში. 1902 წელს გახდა პრივატ-დოცენტი, ხოლო 1917 პროფესორი. პეტერბურგის უნივერსიტეტიდან იგი მიავლინეს საზღვარგარეთის არქივებში რუსული ხელნაწერების შესასწავლად. მის ნაშრომს „რუსეთის პოლიტიკა ბალტიის საკითხში ნიშტატდის ზავის შემდეგ (1721-1725)“ 1908 მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ცენტრლურ არქივში. 1920 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მ. პოლიექტოვი აირჩია მსოფლიო ისტორიის კათედრის პროფესორად. იკვლევდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და ისტორიის საკითხებს.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

გ. პაიჭაძე, მ. პოლიევქტოვი, „მაცნე”, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია”, 1972, №2.

იხილე აგრეთვე

მიხეილ პოლიევქტოვი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები