პოლითეიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლითეიზმი - (ეტიმ. ბერძ. polythéos (poly „ბევრი“ + theós „ღმერთი“). აღნიშნავს ერთდროულად რამდენიმე ღმრთაების აღიარებას და თაყვანისცემას. უპირისპირდება მონოთეიზმს.

პოლითეისტური რელიგიები მართლია მრავალ ღმერთს აღიარებენ, თუმცა ყველა ისინი ერთ სიმაღლეზე არ ჰყავთ წარმოდგენილი. სამყარო შექმნილია მრავალი ღმერთის მონაწილეობით და ასევე ადამიანის ბედი მრავალ ღმერთზეა დამოკიდებული, თუმცა მათ შორის ერთია უპირატესი და შეიძლება ღმერთების მამად იწოდებოდეს. პოლითეისტური რწმენით, თითოეული ღმერთი განაგებს ყოფიერების ან ადამიანის მოღვაწეობის რომელიმე სფეროს. მისი რანგი იმისდა მიხედვით არის შეფასებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წაძღოლილი თუ ზრუნვილი ესა თუ ის სფერო, თუ დარგი. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის არის ნაყოფიერება და ამიტომაც, ცხადია, რომ ყველაზე ძლიერი და თაყვანსაცემი ის ღმერთებია, რომლებიც განაგებენ ნაყოფიერებას, ადამიანთა შობადობას, მოსავლის სიუხვეს და ა.შ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნაყოფიერებასთან თითქმის ყველა ღვთაებას აქვს შეხება.


წყარო

  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
  • რელიგიები საქართველოში
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები