პოლიტიკური პოტენციალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიტიკური პოტენციალი - საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური ხელისუფლების შესაძლებლობებს და უნარს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალებები და რესურსები მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ეროვნული ინტერესების რეალიზაციისა და დაცვისათვის.

პოლიტიკური პოტენციალის თვისებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს:

  • ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიტიკური რეჟიმი, ხელისუფლების სოციალური შემადგენლობა, მისი ორგანიზაციის თავისებურებები, განხორციელების საშუალებები და მეთოდები;
  • ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების პროფესიონალიზმი და პოლიტიკური კულტურა;
  • უზენაესი ხელისუფლების პოლიტიკური მოწიფულობა (ქვეყნის ინტერესების სწორად გაგების უნარი) და

პოლიტიკური ნება (მზადყოფნა, ამ ინტერესების მსახურება გაიხადოს თავისი საქმიანობის უცილობელ პრიორიტეტად) და სხვა.

სახელმწიფოს პოლიტიკური პოტენციალი გვევლინება მნიშვნელოვან, ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად, რომელიც ქვეყნის სამხედრო ძლიერებას განსაზღვრავს. სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკური პოტენციალი განსაზღვრავს და ახასიათებს სახელმწიფოს უნარს, თავი მოუყაროს ქვეყნის საჭირო ძალებს წამოჭრილი სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად, წარმართოს საზოგადოების ენერგია ახალი გამოწვევების და საფრთხეების მოსაგერიებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები