პომიდორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიფონი

პომიდორი – LLiopersicum esculentum, ერთ ან მრავალწლოვანი მცენარე, გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა

სარჩევი

პომიდვრის კულტურის დახასიათება

წარმოშობა: მექსიკა, ამერიკის ტროპიკული ტყეები. პომიდორი არის წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი.
სიცოცხლის ციკლი ერთწლიანი და მრავალწლიანი სავეგეტაციო პერიოდი 100-140 დღე.
თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურა 18-210C
მცენარის ზრდა 220C±70C;
მცენარე ზრდას აჩერებს +80C დაბლა;
წყვეტს ყვავილობას 150C-ზე დაბლა;
არახელსაყრელია +300C-ზე მაღალი ტემპერატურა.
მოსავლიანობა 50-100 ტონა/ჰა

პომიდვრის მცენარეს ფესვები დატოტვილი აქვს, ღერო სწორმდგომი ან გადაშლილია სიმაღლე 0,52,5 მ. ფოთოლი წყვეტილ, კენტფრთისებრთულია სამი-ოთხი წყვილი ძირითადი ნაკვთით. ყვავილედი მტევანია. ყვავილი ორსქესიანია, თვითდამამტვერიანებელი მცენარეა. ყვავილედი მტევანია. ნაყოფი მრავალბუდიანი კენკრაა. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა: მრგვალი, ელიფსური, მოგრძო, ოვალური, გულისებრი, ჩაზნექილი ფორმის ბრტყელი. ფერის მიხედვით პომიდორის ნაყოფი შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, მუქი შინდისფერი და სხვა. პომიდორი სითბოს მომთხოვნია და სინათლის მოყვარული. პომიდვრის ჯიშებია: ჭოპორტულა, ვარდისფერი, ხარისგული, ფალკონი, ბაზრის საკვირველება, კრასნოდარეცი და სხვა. ჰიბრიდებია: შედილედი, გრიფონი, კლასიკი, ტარპანი, პლატინუმი, სკიფი, ტურისტი, ტესტი, სულთანი, ბენიტო და სხვა.

ვარდისფერი ჭოპორტულა

ნიადაგი და განოყიერება

ამ ღონისძიების დაწყებამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი. განოყიერებული ქვიშნარი და ქვიშიანი ნიადაგები. ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა pH – 6,0-6,5 1 ტონა მოსავალს ვეგეტაციურ მასასთან ერთად გამოაქვს აზოტი 3 კგ. ფოსფორი – 1,2 კგ. კალიუმი – 7,5 კგ. Ca – 2 კგ; მაგნიუმი 0,5 კგ.

ნიადაგის არ ქონის შემთხვევაში სავარაუდო დოზები N – 70-90 კგ. P – 60-90 კგ.; K – 80-100 კგ. ორგანული სასუქი შედის მოხვნამდე. მინერალური სასუქები შედის მოხვნის ან კულტივაციის წინ გამფანტველით, აგრეთვე მწკრივებში კულტივაციასთან ერთად და წვეთოვანი რწყვის სისტემაში გახსნილი სასუქის (ფერტიგაცია) შერევით. დამატებით ხდება ფოლოვანი გამოკვება შესხურებით სავეგეტაციო ორგანოებზე.

ნიადაგის მომზადება და აგროტექნოლოგია. მოხვნის წინ სასუქების და ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების შეტანა;

  • მზრალად ხვნა შემოდგომაზე;
  • მოხვნის სიღრმე 28-30 სმ;
  • საგაზაფხულო დამუშავება გაფხვიერება 10-15 სმ;
  • 15 სმ სიმაღლის ბაზოების ფორმირება;
  • დარგვა;
  • მორწყვა;
  • მწკრივთაშორისი კულტივაცია მინერალური სასუქების შეტანით;
  • ჰერბიციდების და სხვადასხვა პესტიციდების შეტანა.

ნიადაგის დამუშავების ძირითადი ამოცანებია: სახნავი ფენის აგებულებისა და სტრუქტურის შეცვლა ხელშემწყობი ფაქტორების სითბოს, ჰაერისა და ტენიანობის რეჟიმის შესაქმნელად. კვების ელემენტების წრებრუნვის გაძლიერება. მათი ამოღება ნიადაგის ღრმა ფენებიდან მიკრობიოლოგიური პროცესების ზემოქმედების საჭირო მიმართულებით წარსამართავად. სარეველებთან ბრძოლა. სარეველა მცენარეების თესლების პროვოკაციული გაღივებისა და აღმონაცენის მოსპობა. სარეველა მცენარეების ფესვებისა და ფესვის ამონაყარის მოჭრა. მცენარეული ნარჩენებისა და სასუქების თანაბრად განაწილება და სახნავ ფენაში ჩაკეთება. მავნებელ-დაავადებების გამოწვევების მოსპობა და სხვ.

ნიადაგის დამუშავება წარმოებს სახნავი გუთნის საშუალებით. ნიადაგის ძირითად დამუშავებას ეკუთვნის მზრალად ხვნა და ღრმა გაფხვიერება, რომელიც ტარდება შემოდგომაზე, ზამთრის პირას წინამორბედი კულტურების აღების შემდეგ. მზრალად ხვნა აუცილებელია ნიადაგის ტენის მარაგის შესაქმნელად. მიკრობიოლოგიური პროცესების გასაუმჯობესებლად, საკვები ნივთიერებების დასაგროვებლად. სარეველების და მავნებლების მოსასპობად. მზრალად ხვნა არაა მიზანშეწონილი ფერდობ ადგილებზე, სადაც ნიადაგის ეროზიის საშიშროებაა, აგრეთვე ჩავარდნილ ადგილებზე.

ტროპიკალი

სათესლე მასალა, თესვის და დარგვის ნორმები

სათესლე მასალა უნდა იყოს სერთიფიცირებული. ყურადღება მიაქციეთ სათესლე მასალის ვარგისიანობის ვადას. სათესლე მასალა შენახული უნდა იყოს გრილ, მშრალ მწერების, მავნებლების და მზის სხივებისგან დაცულ სათავსოში. თესვის ნორმა ჩითილების გამოყვანის მეთოდით 0,4-0,5 კგ/ჰა ღია გრუნტში პირდაპირი თესვისას 2-3 კგ/ჰა დარგვის ნორმა 20-60 ათასი მცენარე ჰა-ზე დარგვის წესები; მწკრივული (60-70)X35; (60-70)X40 სმ; კვადრატულ ბუდობრივი 70X70; 60X60 სმ.

თესლბრუნვა პომიდვრის მოყვანა ერთი და იგივე ფართობზე კარტოფილის, ბადრიჯნის, წიწაკის კულტურების მოყვანის შემდეგ შესაძლებელია 4-5 წლის გასვლის შემდეგ.

საუკეთესო წინამორბედია ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, პარკოსნები, თავთავიანები.

მორწყვა

1 ჰექტარზე 2000-10000 მ3 წყალია საჭირო. იყენებენ წვეთოვან წესებს ან მოღარვით; რწყავს 5-7-ჯერ შეიძლება დაჭირდეს მორწყვა. ნიადაგში ზღვრული ტენტევადობა 75-85%.


მოსავლის აღება-შენახვა

პომიდორი არაერთდროულად შემოდის. მოკრეფა ხდება დანიშნულების მიხედვით: შორს გადასატანად იგი ადრეულ არასრული სიმწიფის ფაზაში იკრიფება, როცა ნაყოფის მწვანე შეფერვა გამკრთალდება და ნაყოფი მოყვითალო ფერს მიიღებს. ახლო მანძილზე გადატანად პომიდორი მრეში (ჟღალი ეფრის) იკრიფება. ხოლო ადგილზე მოსახმარად განკუთვნილი პომიდორი სრული სიმწიფის ფაზაში იკრიფება. მოკრეფა ხდება ხელით.

პომიდორის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 120С-დან 210С-მდე, ხოლო ჰაერის ოპტიმალური შეფარდებითი ტენიანობა კი 90-95%. ამ პირობებში მწვანე პომიდორი ინახება 1-3 კვირის განმავლობაში, მწიფე პომიდორი – 4-7 დღის განმავლობაში. შენახვისას მწვანე პომიდორის დამწიფების პროცესის შენელება შესაძლებელია 90-95% ტენიანობის და 23-160С – ის პირობებში.


წყარო

„პომიდვრის აგროტექნოლოგია“; სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები