გეგმილური გეომეტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პროექციული გეომეტრია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეგმილური გეომეტრია (პროექციული გეომეტრია)გეომეტრიის დარგი, რომელიც შეისწავლის ფიგურების გეგმილური გარდაქმნის მიმართ უცვლელ თვისებებს. სივრცის ან სიბრტყის გარდაქმნას გეგმილური ეწოდება, თუ მას წრფეები გადაჰყავს წრფეებში.

გეგმილურ გეომეტრიას საფუძველი ჩაუყარეს ჟ. დეზარგმა და ბ. პასკალმა (XVII ს). გეგმილური გეომეტრიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების შექმნა დაკავშირებულია ჟ. პონსელიეს, შტაუდტის და გ. მონჟის სახელებთან. პონსელიემ ორი წელი (1813-1814) გაატარა ტყვეობაში სარატოვში და როგორც თვითონ წერს „იძულებითმა უსაქმურობამ და მეცნიერული მუშაობის ყოველგვარი დამხმარე საშუალებისაგან სრულმა მოწყვეტამ“ დაბადა ახალი გეომეტრია. გეგმილური გეომეტრიის თანამედროვე გადმოცემა სათავეს იღებს შტაუდტის შრომებიდან. გეგმილური გეომეტრიის აქსიომათა სისტემა მოგვცა პიერიმ (1899), რომელიც შემდგომში დაიხვეწა. სახელწოდება „გეგმილური გეომეტრია“ პირველად გამოიყენა კრემონამ (1873).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები